სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

„ახალგაზრდების იდეა ფოთს“ - გამარჯვებულების დაჯილდეობა გაიმართა

2019-12-18 17:45:00
დღეს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ინოვაციური პროექტის „ახალგაზრდების იდეა ფოთს“ გამარჯვებულების დაჯილდოვება და იდეების პრეზენტაცია გაიმართა,რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, მერის მოადგილეები კონსტანტინე თოფურია და პაატა ლაგვილავა დაესწრნენ.

პროექტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივაა და მიზნად ისახავს ფოთელი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ინოვაციური, საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტების წარმოჩენას და მათ განხორციელებას.

პროექტის ფარგლებში 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ინიციატივები ონლაინ-პლატფორმის საშუალებით წარედგინათ, დარეგისტრირებული 50-მდე იდეიდან გამარჯვებული 7 იდეა მოსახლეობის მიერ ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა.

გამარჯვებულ იდეებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 2020 წელს განახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 300 000 ლარია.

გამარჯვებული იდეებია:

 ტურისტული დაფები - იდეის ავტორი: ალექსანდრე გიორგაძე

 გულის კონსტრუქცია - იდეის ავტორები: სალომე სორდია, მელანო დგებუაძე

 მეორე სკოლის მინი-სტადიონი - იდეის ავტორი: გიული გვარამია

 ბურჯი ეროვნებისა - იდეის ავტორები: ნიკა გვასალია, ხვიჩა სურმავა

 ფამფტრეკები - იდეის ავტორი: ნიკა სიმონიშვილი

 ნაბადის სკვერი ეკლესიასთან - იდეის ავტორი: ლუკა ცანავა

 მოცეკვავი შადრევანი აღმაშენებლის ხიდზე - იდეის ავტორი: ცოტნე ხარებავა
 
 
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021
22
2324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო