სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

2019-11-29 18:21:00

ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან ერთად  გაეცნო. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მის რეაბილიტაციაზე 900 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. პროექტის მიხედვით მოეწყო, როგორც შიდა ინტერიერი ასევე ფასადი, რომელიც თანამედროვე კომპოზიციური დეტალებით გაფორმდა. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და მისი რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდა.

სახელმწიფო რწმუნებული დღესვე ზუგდიდის მეორე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ახალ ბაღში იფუნქციონირებს 5 ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს მიიღებს.  ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი იხარჯება.  არსებული ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. ახალი ბაღის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება.

დღესვე სახელმწიფო რწმუნებული, ზუგდიდში, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც გათვლილია სასწრაფოს შვიდ ბრიგადაზე. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 505 477 ლარია.

ალექსანდრე მოწერელია და გიგა ფარულავა დღესვე თაბუკაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, სადაც გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  გზასთან ერთად მოეწყობა ბორდიურები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. მშენებარე ტაძრის მიმდებარედ გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობისა და გამწვანების სამუშაოებიც. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627
28
29
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო