სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მოსახლეობასთან შეხვედრები თამაკონში, გურძემში, დოშაყესა და ტალერში

2019-11-20 20:06:00

„ღია შეხვედრების“ ფარგლებში,  სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა თამაკონის, გურძემის, დოშაყეს და ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრებზე ადგილობრივებმა მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ისაუბრეს და სამთავრობო გუნდის წევრებისგან დასმულ შეკითხვებზე პასუხები მიიღეს. ასევე მოისმინეს ინფორმაცია მომავალი წლის ბიუჯეტით განსახორციელებელი პროექტების შესახებ.

ადგილობრივ მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტვილის საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა ნაროუშვილმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლებში არსებულ ძირითად გამოწვევად გაზიფიცირება, წყალმომარაგება, შიდა გზების რეაბილიტაცია და საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასახელა. დასახელებული პრობლემების მოგვარება მოსახლეობის მიერვე შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით მოხდება.

„ღია შეხვედრების“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის ოცდაერთივე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა შეხვედრები. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627
28
29
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო