სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხობში ხელისუფლების წარმომადგენლები ღია შეხვედრების ფარგლებში მოსახლეობას ხვდებიან

2019-11-18 19:37:00

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში შავღელეში, ჭალადიდში, პატარა ფოთსა და ახალსოფელში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

შეხვედრებზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრების, გარე განათების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დაასახელა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ისაუბრეს და სამთავრობო გუნდის წევრებისგან დასმულ შეკითხვებზე პასუხები მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრებზე დასახელებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად და ადგილობრივების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად მოხდება.

საჭიროებების გაცნობის და პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია და 2020 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები გააცნეს.

დღეს გამართულ შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო