სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მარტვილის მუნიციპალიტეტში სამი ახალი საბავშო ბაღი გაიხსნა

2019-11-11 18:05:00

 მარტვილის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სამი ახალი საბავშო ბაღი გაიხსნა. სერგიეთის, ინჩხურის და თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი საბავშო ბაღები სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარ დეპუტატთან ოთარ დანელიასთან და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერ ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად გახსნა.

არსებულ სოფელში საბავშვო ბაღები აქამდე არ ფუნქციონირებდა და მშობლებს ბავშვები მეზობელ სოფლებსა და მარტვილის ცენტრში არსებულ სკოლამდელ დაწესებულებებში დაჰყავდათ.

საბავშო ბაღების მშენებლობისთვის სულ 292 425 ლარი დაიხარჯა. ბაღების მშენებლობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში ახალი ბაღების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია მომავალ წელს უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

სახელმწიფო რწმუნებული დღესვე მარტვილის პირველ საბავშვო ბაღშიც იმყოფებოდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო. პირველი და მეორე საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დაგეგმილია და ამჯერად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

სახელმწიფო რწმუნებულმა დღესვე მარტვილში დიდების მემორიალის ტერიტორია დაათვალიერა. ამჯერად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. მოხდება არსებული მემორიალის აღდგენა, სადაც სხვადასხვა ომებში დაღუპული მარტვილელების უკვდავსაყოფად მოეწყობა ობელისკი. მემორიალთან ერთად ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი. რეაბილიტაციის დაწყებამდე კი მემორიალის ტერიტორიის დასუფთავება და მოწესრიგება მოხდება.

ალექსანდრე მოწერელია დღესვე მარტვილში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო, ობიექტის დასრულება იანვარში იგეგმება. სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნო ნალეფსაოს უბნის დამაკავშირებელი ხიდის მდგომარეობას, ხიდი რეაბილიტაციას საჭიროებს, ამჯერად პროექტირების სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ფინანსური რესურსის მოძიება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
29
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო