სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ეგრისობა 2019

2019-11-02 22:54:00
სენაკში ,,ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე აღინიშნა.
 
დღესასწაულის ძირითადი ღონისძიება ნოქალაქევის უძველეს ციხე-გოჯში ჩატარდება, რომლის ფარგლებში სენაკში ყველის ფესტივალი დაფუძნდა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 30-მდე სახეობის ქართული ყველი და ყველისგან ნაწარმოები პროდუქტები. გაიმართა მათი დეგუსტაცია და გამოფენა. ჩატარდა მასტერკლასები ყველის კერძების მომზადებაში.
 
„ეგრისობას“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შეკრებილებს ,,ეგრისობა“ მიულოცა.
 
ქართული ყველის წარმოშობის ისტორიასა და ტექნოლოგიებზე  ,,საქართველოს ყველის მწარმოებელთა გაერთიანება-გილდიის’’ გამგეობის თავმჯდომარემ  ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ, ხოლო ქართულ სამზარეულოზე - საქართველოს გასტრონომიული მუზეუმის დამფუძნებელმა ესმა კუნჭულიამ ისაუბრეს.
 
ნოქალაქევში წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული კუთხეები, გამოიფინა აგროპროდუქტები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ადგილობრივ შემოქმედთა ნახატები.
 
ღონისძიების ბოლოს გაიმართა კონცერტი და საპატიო სენაკელების დაჯილდოების ცერემონიალი.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
29
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო