სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია დოშაყეში გზის რეაბილიტაციას გაეცნო

2019-10-27 20:28:00

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ცენტრთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ამორტიზებული იყო და ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.

მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მარტვილის მერთან და მოადგილესთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში ახალი გზა 4 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება. პროექტი ასევე ითვალისწინებს წყალსაწრეტი მილების, რკინა-ბეტონის და ბუნებრივი კიუვეტების,  საყრდენი კედლების და საგზაო ნიშნების მოწყობას. ამჟამად მიმდინარე სამუშაოები გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს წარმოადგენს და 2020 წლის მარტში დასრულდება. პირველი ეტაპის სამუშაოები კი გასულ წელს განხორციელდა, რის ფარგლებშიც ახალი საავტომობილო გზა 1,5 კილომეტრზე დაიგო.

დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
31     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო