სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

კოოპერატივმა ,,ათენამ” სახელმწიფოს ფინანსური ხელშეწყობით 3500 კვ.მ-ზე სასათბურე მეურნეობა მოაწყო

2019-10-18 18:58:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მდებარე, სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებული სასათბურე მეურნეობა „ათენა“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ დაათვალიერა და მეწარმის სამომავლო გეგმებს გაეცნო.

კოოპერატივ „ათენა“-ს სათბური 3500 კვადრატულ მეტრზე აქვს გაშენებული. მეწარმე აქ წარმოებულ ბოსტნეულს ქართულ ბაზარზე ყიდის, სასათბურე მეურნეობაში მუდმივად 4 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი დასაქმებულთა რიცხვი იზრდება.

კოოპერატივმა „ათენამ“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა, მან „ერთიანი აგროპროეტის“ ფარგლებში 110 ათას ლარიანი გრანტი მიიღო, ხოლო 160 ათასი ლარი „შეღავათიანი აგროკრედიტის" საშუალებით.

სასათბურე მეურნეობა „ათენა“ გაფართოებას და დამატებითი სათბურების აშენებას აპირებს, რაც მეტი ადგილობრივის დასაქმებას შეუწყობს ხელს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო