სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია CPMR-ის გენერალურ ასამბლეას ესწრება

2019-10-17 20:36:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია საზღვაო რეგიონების 47-ე გენერალურ ასამბლეას ესწრება. CPMR (Conference of peripheral maritime regions) საერთაშორისო კონფერენცია იტალიაში, კერძოდ კი პალერმოში მიმდინარეობს.

CPMR -ის გენერალურ ასამბლეაზე ეკონომიკის და ტურიზმის საკითხებში ევროპული სამეზობლო თანამშრომლობის თემები განიხილეს, ასევე ისაუბრეს ნარჩენების მართვის საკითხებზე, კლიმატის და ენერგიის ცვლილებაზე, კონფერენციაზე მიმოიხილეს საზღვაო პოლიტიკის საკითხებიც.

ალექსანდრე მოწერელია ასამბლეის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნების რეგიონების ხელმძღვანელებთან პირისპირ შეხვდრებს გამართავს, სადაც ურთიერთანამშრომლობის საკითხების განიხილვა მოხდება.

საზღვაო რეგიონების გენერალურ ასამბლეას, იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა, ევროპარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეები და სხვადასხვა ქვეყნების მინისტრები და რეგიონების ხელმძღვანელები ესწრებიან.

CPMR აერთიანებს 24 ქვეყნიდან, დაახლოებით 160 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა 1973 წელს და მეტწილად ორიენტირებულია სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე და საზღვაო პოლიტიკაზე. ასევე, ასოციაციის მნიშვნელოვან საკითხებს შორის არის ევროპული მმართველობა, ენერგიის და კლიმატის ცვლილება, სამეზობლო პოლიტიკა და განვითარება.

CPMR-ს დიდი წვლილი შეაქვს რეგიონული განვითარების პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში. ის მუდმივად მხარს უჭერს რეგიონების როლის გაძლიერებას ევროპულ მმართველობაში. 2000 წლიდან მოყოლებული, CPMR აქტიურად უჭერდა მხარს „ევროპული ინტეგრაციის“ იდეას. ასევე, აქტიურად ლობირებდა რეგიონული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანს საკითხებს. მთავარი და მნიშვნელოვანი აქტივობა, რასაც ასოციაცია დღემდე ასრულებს არის ერთი, რომ: დააყენოს სხვადასხვა ინიციატივა ევროკავშირის დონეზე რეგიონებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, რამაც შეიძლება მოუტანოს რეგიონებს განვითარება და გაზარდოს დასაქმების მაჩვენებელი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო