სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გრანტის გადაცემა მეწარმეებისთვის

2019-10-04 20:26:00

ანაკლიის სასწავლო ცენტრში, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის დაფინანსებით, სხვადასხვა საგანში გადამზადებულ სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცა. გადამზადება ინგლისური ენის, კომპიუტერული პროგრამების, სასტუმროს დასუფთავების სამსახურის, სასტუმროში სტუმრების მიღება-განთავსების, მეწარმეობის და ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობებზე მოხდა. სულ გადამზადდა 176 მოქალაქე.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ზუგდიდის მერის მოადგილესთან გიგა ფარულავასთან, USAID „ზრდა“ პროექტის და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრო.

დღესვე, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მცირე ბიზნესისთვის ხელშეწყობის პროგრამის გამარჯვებულებს გრანტები გადაეცათ.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გრანტი გადაეცა 16 ადგილობრივ მცირე მეწარმეს,  სასოფლო-სამეურნეო, ტურიზმის და საგანმანათლებლო ბიზნეს საქმიანობების მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში,  ასევე ეწვივნენ სოფელ შამგონაში საგრანტო პროგრამის ერთ-ერთ ბენეფიციარს, რომელსაც აქვს თხილის საწარმო. ფინანსური მხარდაჭერის შედეგად შეძენილი დანადგარების მეშვეობით იგი შეძლებს საწარმოო სიმძლავრის გაორმაგებას და მეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო