სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შეხვედრა მყარი ნარჩენების მართვის ინტეგრირებულ პროგრამასთან დაკავშირებით

2019-10-02 21:43:00

საქართველოს მთავრობის და გერმანული ორგანიზაცია ,,KFW“-ს შეთანხმების საფუძველზე 1 ოქტომბრიდან დაიწყო ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი მყარი ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით  პროექტი „მყარი ნარჩენების მართვის ინტეგრირებული პროგრამა II“, რომელიც ექსპერტებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებს გააცნეს.

პროექტი გაგრძელდება 4 წლის განმავლობაში და მას გერმანული კომპანია ,,FITCHNER“-ი და ადგილობრივი კომპანია ,,პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - PMCG“ განახორციელებენ.

პროექტის მიზანია, „მყარი ნარჩენების მართვის ინტეგრირებული პროგრამის“ ფარგლებში  დაეხმაროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის რეგიონალურ ფილიალებს, საჯარო სამსახურებსა და ადგილობრივი თვითმმართველობებს.

შერჩეულ მუნიციპალიტეტებს და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას უნარების გაუმჯობესების მიზნით, გაეწევა საკონსულტაციო მომსახურება ინსტიტუციონალურ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საკითხებში.

პროექტის გაცნობის და ინფორმაციის გაზიარების მიზნით ექსპერტთა ჯგუფი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებს დავით ფარცვანიას, ლუდუკ ხასიას, რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსს ნუგზარ გაბელიას და ამავე სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო