სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში რაულ ჩილაჩავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

2019-09-24 21:23:00

ზუგდიდში, ქართველი პოეტის, მთარგმნელისა და დიპლომატის რაულ ჩილაჩავას პოეზიის საღამო გაიმართა. სადაც მწერლისა და საზოგადო მოღვაწის შვიდწიგნეულის „ბედის ფორმულა“ პრეზენტაცია შედგა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ.

შეხვედრა მიჰყავდა მწერალ ლაშა გვასალიას. საკუთარ შემოქმედებაზე, შვიდწიგნეულის შექმნასა და შინაარსზე ისაუბრა ავტორმა, წაიკითხა ახალი ლექსები. პრეზენტაციას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ლუდუკ ხასია, დავით ვერავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რაულ ჩილაჩავა არის ას ოცზე მეტი გამოცემის ავტორი. ასევე არის საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს, უკრაინის და ლატვიის მწერალთა ეროვნული კავშირების წევრი, მწერალთა და პუბლიცისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი.

რაულ ჩილაჩავა  1992-2005 წლებში იყო უკრაინის მიგრაციის საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2005-2010 წლებში იყო უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო