სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიაში კავკასიური პოეზიის ფესტივალი გაიმართა

2019-09-21 14:00:00

ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ანაკლიაში კავკასიური პოეზიის რიგით მესამე ფესტივალს ატარებს.

ანაკლიის ფესტივალზე შედგა კავკასიური პოეზიის კრებულის წარდგენა, რომელიც ერთ წიგნში აერთიანებს ქართველი, ჩერქეზი, აფხაზი, ჩეჩენი, ინგუში, ხუნძი, დარღუელი და ოსი პოეტების ლექსებსა და პოემებს, აგრეთვე მათ თარგმანებს კავკასიელ ხალხთა ენებზე. ფესტივალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ გახსნა.

ანაკლიის ფესტივალზე წარმოდგენილი არიან კავკასიაში მცხოვრები მწერლები, ლიტერატორები, მუსიკოსები და შემსრულებლები. ფესტივალის საპატიო სტუმარია ინგუშეთის სახალხო მწერალი ისა ქაძოევი.  ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წელს პირველად ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტების პროფესორებმა, კავკასიურ თემატიკაზე საკუთარი პრეზენტაციები წარადგინეს.

კავკასიური პოეზიის ფესტივალის ფარგლებში, პირველად შედგა კავკასიური თავსაბურავების გამოფენა. ფესტივალზე „ანაკლია 2019“ ასევე გამოიფინება ჩერქეზი მხატვრის ჯანტი ბაშის ნამუშევრები, რომლებიც ავტორმა საჩუქრად გადასცა ჩერქეზული კულტურის ცენტრს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო