სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დავით ფარცვანია აბაშაში ფერმერებს შეხვდა

2019-09-18 17:31:00

„სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ აბაშის სერვისცენტრში, ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციის თანამშრომლების ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ფერმერებთან გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით ფარცვანია, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და განსაკუთრებით აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ საჭიროებებზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ და აბაშის მუნიციპალიტეტის  მერმა სრული მზადყოფნა გამოთქვეს მომავალში მსგავსი ტიპის შეხვედრებში მონაწილეობაზე, ასევე ყურადღება გაამახვილეს ფერმერთა მხრიდან ინიციატივის მნიშვნელობაზე, რათა მოხდეს თითოეული პრობლემის დროული გამოვლენა და იდენტიფიცირება, შემდგომში შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო