სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დავით ვერავა წალენჯიხაში უფასო სასადილოებში არსებულ ვითარებას გაეცნო

2019-09-17 20:17:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილესთან და თანამშრომლებთან ერთად წალენჯიხასა და  ჯვარში  უფასო სასადილოებში არსებულ ჰიგიენურ სანიტარულ ნორმებს გაეცნო და ბენეფიციარებს საჭიროებებთან დაკავშირებით გაესაუბრა.

წალენჯიხასა და  ჯვარში არსებულ   უფასო სასადილოში 224  სოციალურად დაუცველი ყოველდღიურ საკვებს ღებულობს. დავით ვერავას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, უფასო სასადილოს მენიუ და მომსახურება მომავალი წლიდან კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

დავით  ვერავა,  ასევე  გაეცნო  სკოლამდელი   აღზრდის  დაწესებულებებში  არსებულ  მდგომარეობას.  დაათვალიერეს  საბავშვო  ბაღები  და   არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.  

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასევე იმყოფებოდნენ წალენჯიხაში მდებარე კინო-თეატრში და დაგეგმილ ღონისძიებებს გაეცნენ, რის შემდეგაც ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმსა და ბიბლიოთეკებში არსებული ვითარება ადგილზე შეისწავლეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ ლაშა გვასალიამ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რეგიონის მასშტაბით, კულტურის სფეროში დაგეგმილ სიახლეებსა და განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გამახვილდა ბიბლიოთეკების  მომსახურების  ხარისხის  გაუმჯობესებაზე და  სხვა საკითხებზე.

წალენჯიხაში გამართულ შეხვედრებს, მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მისი მოადგილე სევერიანე შეროზია ესწრებოდნენ.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო