სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

„კულტურა საზღვრებს გარეშე“ ღონისძიებები ზუგდიდში, ტყაიასა და რუხში გაიმართება

2019-09-04 11:08:00

6 სექტემბერს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ზუგდიდში, ასევე სოფელ ტყაიასა და რუხში პროექტ „კულტურა საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში ღონისძიებები გაიმართება.

პროექტის მონაწილე მეცნიერები: ნატო მარშანია, ლია ახალაძე, მანონ ბულისკერია ქართულ - აფხაზურ კულტურულ და ისტორიულ ურთიერთობებზე გაამახვილებენ ყურადღებას. საუბარი შეეხება  კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას და ინტერაქციის რეჟიმში გაიმართება მკითხველთან დიალოგი, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის გაიმართება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების გაცნობა - „პროფორიენტირი“; მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები  და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი, ფილმების ჩვენება.

პროექტის დასკვნითი ნაწილი შემაჯამებელ კონცერტს გულისხმობს, რომელიც ზუგდიდისმოსწავლე - ახალგაზრდობის ცენტრში ზვიად ბოლქვაძისა და მუსიკალური ბენდის „ნიუტონი“ მონაწილეობით გაიმართება.

პროექტი სსიპ „გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის“ მიერაა ინიციებული. პროექტის პარტნიორები არიან: სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და  გამომცემლობა „პალიტრა L“.

 

ღონისძიებების განრიგი: სოფ. ტყაია - სოფ. რუხი - ქ. ზუგდიდი.

6 სექტემბერი

  • 16:45 - 17:00 -  სოფ. ტყაიას საჯარო სკოლის ეზოში მდებარე სკვერის ბიბლიოთეკის „სკვერის ბიბლიოთეკის“ წიგნადი ფონდის განახლება;
  • 17:10 - 17:30 - სოფ. ტყაიას საჯარო სკოლა: ლექცია: „აფხაზი არისტოკრატები დევნილობაში“ (წიგნის პრეზენტაცია) - წარმდგენი გამოცემის ავტორი - მკვლევარი ნატო მარშანია.
  • 17:35 – 17:55 -   სოფ. ტყაიას საჯარო სკოლა: ლექცია: „აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები“ (წიგნის პრეზენტაცია) - წარმდგენი გამოცემის ავტორი - ისტორიის დოქტორი, პროფესორი ლია ახალაძე;
  • 17:00 – 17:25 - სოფ. რუხის საჯარო სკოლა: ლექცია: „თანამედროვე მწერლები დევნილობაში“ - წარმდგენი პოეტი მანონ ბულისკერია;
  • 17:30 – 17:50   - სოფ. რუხის საჯარო სკოლა: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების გაცნობა - „პროფორიენტირი“ - წარმდგენი პროგრამის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი დემეტრე მოდებაძე;
  • 17:50 - 18:00 - სოფ. რუხის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნებით განახლება.
  • 19:00 – 20:10 ქ. ზუგდიდი: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე - მუსიკალური კონცერტი - ზვიად ბოლქვაძე და ბენდი „ ნიუტონი“ 

           ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო