სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ზუგდიდშიც აღნიშნეს

2019-08-30 14:36:00

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე  ზუგდიდშიც აღნიშნეს.

უგზო-უკვლოდ დაკარგულების ხსოვნას პატივი მიაგეს და დაკარგულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს ,  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის, ადგილობრივი ხელისუფლების და  დაკარგულთა ოჯახის წევრებმა . სასულიერო პირებმა, მათი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინეს.

30 აგვისტოს მსოფლიოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში ამ დრომდე 2 400ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა დაკარგულად, რომელთა ძებნა დღემდე გრძელდება. ამ ადამიანებს შორისაა როგორც გასული საუკუნის 90-იანი წლების კონფლიქტების დროს დაკარგული პირები, ასევე 2008 წლის ომის დროს დაკარგული ადამიანები.სამეგრელოს რეგიონიდან 400 მდე ადამიანი მიიჩნევა დაკარგულად.

ღონისძიება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ასოციაცია „ქსენონის“ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების მხარდაჭერით განხორციელდა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე საქართველოში, ოფიციალურად, 2003 წლიდან აღინიშნება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო