სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შეხვედრა აშშ-ს წამყვან ენტომოლოგებთან

2019-08-26 16:48:00

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებისა და შედეგების გაცნობის მიზნით, საქართველოს აშშ-ს წამყვანი ენტომოლოგების სამეცნიერო მისია სტუმრობს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, სპეციალური ვიზიტით იმყოფებიან აშშ-ის სამი უნივერსიტეტისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის აგრარული კვლევების სამსახურის და ევროპის და ავსტრალიის წამყვანი ენტომოლოგები, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ადგილზე ეცნობიან ვითარებას.

მეცნიერებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტში ფაროსნასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში შეხვდა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მისი პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში დაათვალიერეს სპეციალიზებული ტექნიკა, წარმოდგენილი იყო ინფორმაცია მართვის ცენტრის მუშაობის და მიღებული შედეგების შესახებ. აღინიშნა რომ აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით, თანმიმდევრული სახელმწიფო მიდგომებით, ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებით, სამეცნიერო წრეების ჩართულობით და გამოცდილების გაზიარების შედეგად საქართველოს აქვს ხელშესახები შედეგი. მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რამაც ხელი შეუწყო მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. 
მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები მეცნიერები ვითარებას ადგილზე ეცნობიან გურიის, სამგრელოს და აჭარის რეგიონებში. დაგეგმილია ველზე გასვლა, ფერმერებთან შეხვედრა და ნარგავების მონახულება. 
მისიის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც, ამერიკელ მეცნიერებს საშუალება ექნებათ გააღრმავონ კავშირები საქართველოს მთავრობისა და მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებთან, ასევე მოწვეულ სტუმრებთან შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან. 
ურთიერთთანამშრომლობას საფუძველი 2018 წელს, ამერიკული მხარის პირველი მისიის დროს ჩაეყარა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სოფლის მეურნეობის ეფექტურობის აღდგენის პროგრამა (REAP), საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA და მწერების მონიტორინგის სისტემებისა და ფერომონების მწარმოებელი წამყვანი ამერიკული კომპანია Trécé Inc. აშშ-ის მეცნიერები გაეცვნენ 2017 წლის სეზონის განმავლობაში ქართველი ფერმერების წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო