სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მარტვილში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

2019-08-24 14:50:00

მარტვილში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. შენობა თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს და ცენტრის თანამშრომლებს კომფორტულ გარემოში მოუწევთ მუშაობა.

ახალი ცენტრი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა და ადგილობრივი ხელისუსუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ცენტრის სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 127 ათას ლარამდე შეადგინა.

ამასთან მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონში კიდევ ერთი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება.  სულ რეგიონის მასშტაბით  7 ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. მარტვილთან ერთად წელს უკვე გაიხსნა აბაშის სასწრაფოს ცენტრის შენობა.

რეგიონს ჯამში წლის ბოლომდე  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების  ცენტრის 9 ახალი შენობა ექნება.

სამედიცინო კუთხით წელს ასევე ხორციელდება ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები.  აშენდება 28 ახალი ამბულატორია და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 36 ამბულატორიის შენობას.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო