სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხელისუფლება წალენჯიხის სოფლებში მოსახლეობას ხვდება

2019-08-20 19:03:00

ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ. სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას წალენჯიხის სოფლებში ეწერში, მიქავასა და ნაკიფუში შეხვდნენ.

ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, ასევე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზე, როდესაც განსახორციელებელი პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს.

შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგების, შიდა გზების და გაზიფიცირების პრობლემების მოგვარება დაასახელა.

შეხვედრებზე მმართველი გუნდი მოსახლეობისგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას იღებს. გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

შეხვედრების დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სოფელ ეწერის სკოლის მშენებლობის და ნაკიფუს სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
678
9
101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო