სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო რწმუნებული სოფელ ნაცატუში ფერმერებს შეხვდნენ

2019-08-16 18:15:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში ფერმერებს შეხვდა და თხილის მოსავლის შესახებ ესაუბრა.
 
 
 
ფერმერებმა პრემიერს მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ მათთვის გადაცემული შესაწამლი აპარატის შესახებ და აღნიშნეს, რომ მისი დახმარებით, ისევე, როგორც აგროკონსულტანტების რეკომენდაციით განხორციელებული აგროტექნიკური და მცენარეთა დაცვის ღონისძიებების შედეგად, თხილის კარგი მოსავალი მიიღეს.
 
 
 
მთავრობის მეთაურის განცხადებით, გაგრძელდება ძალისხმევა, რათა თხილის ექსპორტის მაჩვენებლები მოკლე ვადაში გაორმაგდეს.
 
 
 
„თხილის გადარჩენის პროგრამა“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), Ferrero-სა და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რომლებითაც მეთხილე ფერმერებმა ისარგებლეს და აგროსამუშაოები ჩაატარეს.
 
 
 
მთავრობის მეთაურმა, სახელმწიფო რწმუნებულთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად თხილის მწარმოებელთა ასოციაციის საშრობიც დაათვალიერა და ფერმერებს გაესაუბრა.
 
 
 
აღნიშნული სასაწყობე და საშრობი მეურნეობა სეზონზე, 1 000 ტონა თხილის გაშრობას და 500 ტონა თხილის მუდმივ რეჟიმში შენახვას უზრუნველყოფს. თხილის საშრობი საწარმო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და “აგრიჯორჯია-ფერეროს“ თანადაფინანსებით 2018 წელს დაფუძნდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო