სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შეხვედრა ლედარსალეს, ხანწკისა და ხაბუმეს მოსახლეობასთან

2019-08-09 19:55:00

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და ადგილზე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემები, რომელიც ლედარსალეს, ხანწკისა და ხაბუმეს მოსახლეობას აწუხებს, გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

ჩხოროწყუს სოფლებში მოსახლეობას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი გოგო გულორდავა, მერი და საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს, იმ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია რასაც მთავრობა ახორციელებს, განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობის პროექტებსა და პროგრამებს შეეხო.

თავის მხრივ, ჩხოროწყუს მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განხორციელდება, ასევე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზე, როდესაც განსახორციელებელი პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს. სოფლის პროგრამის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტში 107 პროექტი ხორციელდება. გარდა ამისა, ჩხოროწყუში წელს ერთი სკოლა აშენდება და 7 სკოლის რეაბილიტაცია მოხდება, ასევე შენდება 5 ამბულატორია, ხორციელდება გზების, წყალმომარაგების და გარეგანათების პროექტები.

 ჩხოროწყუში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად შიდა გზების და ნაპირსამაგრების პრობლემები დაასახელა. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო