სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ახალი მოადგილე წარუდგინა

2019-08-02 12:49:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს სახელმწიფო რწმუნებულის ახალი მოადგილე დავით ფარცვანია წარუდგინა.

შეხვედრაზე რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ მუნიციპალიტეტების მიხედვით, მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა. მუნიციპალიტეტების მერებმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებზე და მათ მიმდინარეობაზე ისაუბრეს.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიმდინარე წელს სამეგრელო ზემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად (107 ობიექტი) გამოყოფილია 45 მილიონ ლარამდე.

სახელმწიფო რწმუნებულმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობაზე მიიღო ინფორმაცია.

მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი, მალხაზ თორია და აპარატის უფროსი ლევან წულაია ესწრებოდნენ.

 

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო