სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შეხვედრები მოსახლეობასთან ჯგალსა და ლიაში

2019-07-20 09:41:00

წალენჯიხის სოფელ ჯგალსა და ლიაში მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, მოსახლეობას შეხვედრაზე იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია რასაც სამინისტრო ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას ასევე მიაწოდა ინფორმაცია აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით.

,,ამ შეხვედრებით სახელისუფლებო გუნდის მიზანია მოსახლეობისგან ღიად მოისმინოს პრობლემები და შემდეგ გადაწყვიტოს. ჩვენ ჩამოვდივართ არასაარჩევნო პერიოდში და გვინდა რომ უშუალოდ მოსახლეობისგან გავიგოთ ამა თუ იმ სოფელში რა პრობლემაა დავიწყეთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან და ეს პროცესი გაგრძელდება. პროცესში ჩართულია, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება რაც უდაოდ პოზიტიურ შედეგს გამოიტანს“ - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია, წალენჯიხის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, ასევე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზე, როდესაც განსახორციელებელი პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს.

 

,,ამ ტიპის შეხვედრები, რაც დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიასა და ჯგალში გაიმართა, მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება, რათა უშუალო კომუნიკაცია ქონდეს ხელისუფლებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან. შეხვედრების შედეგად ჩვენ ვგებულობთ პრობლემებს და საჭიროებებს უშუალოდ იმ ადამიანებისგან ვისაც ეს პრობლემა აწუხებს. თითოეულ პრობლემურ საკითხზე უშუალოდ მოხდება მყისიერი რეაგირება” - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მალხაზ თორიამ.

ლიასა და ჯგალში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყლის და შიდა გზების პრობლემები დაასახელა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო