სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელს შეხვდა

2019-07-16 11:10:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელს ლაშა შალამბერიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე, მიმდინარე წელს აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, ასევე მავნებელთან ბრძოლის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების და თვითმმართველი ერთეულების როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მაქსიმალური შედეგის მიღება შესაძლებელია ერთობლივი ძალისხმევით და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით.

სამეგრელოს რეგიონში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. საკარმიდამო ფართობები, თერმული ნისლის ტექნოლოგიით, საყანე ფართობების პერიმეტრი, კი ცივი შესხურებით მუშავდება, ტყისპირა პერიმეტრებზე მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ფერომონების განთავსება. ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებული თანამშრომლობით იგეგმება.

მავნებლის იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით, საკოორდინაციო მართვის ცენტრში, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მონაცემების განახლება და ინტერაქტიულ რუკაზე ასახვა. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იგეგმება შეწამვლითი ღონისძიებები.

სამეგრელოს რეგიონში, დღეის მონაცემებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 36 150 ჰა ფართობი. ცივი შესხურების მეთოდით 7292,15 ჰა ფართობი. დამონტაჟდა 10 980 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური და 952 მონიტორინგის ფერომონი.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად რეგიონებში მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა.

ღონისძიებების პარალელურად მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი და საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის წევრები.

ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parosana.ge - მოქმედებს ასევე ცხელი ხაზი: 15 - 01 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო