სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის

2019-07-12 18:07:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომდგენლებს დეპარტამენტის საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. შეხვედრას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულიალექსანდრე მოწერელია,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ესწრებოდნენ.

შეხვედრები 2 დღის განმავლობაში გრძელდება. საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარეს შემდეგი მიმართულებებით: დაგეგმარება, ტექნიკური დავალების მომზადება; შესყიდვები; სამართლებრივი ტექნიკა (ხელშეკრულების გაფორმება); მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;  პროექტების დაგეგმვის პრინციპები; განსახლება (აღიარებითი კომისია; მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა); გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი მონიტორინგი; საჯარო შეხვედრები და საზოგადოების ჩართულობა გარემოს დაცვის ანგარიშის მომზადების ეტაპზე; საჩივრების მიღების მექანიზმი; საგზაო უსაფრთხოება; ნაპირდაცვის ტექნიკური დავალება; ხარისხის კონტროლი; მონიტორინგი და აღსრულება. შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო ყველა კითხხვაზე ამომწურავი პასუხი მიეღოთ.

საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების  მიზნით შეხვედრები უკვე ჩატარდა, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, კახეთის, გურიის, აჭარის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის.

შეხვედრების მიზანია ყველა მუნიციპალიტეტის გადამზადება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესყიდვის, პროექტის განხორციელებისა თუ მონიტორინგის მიმართულებით, რაც მომავალში დადებითად აისახება ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო ეფექტრუად განხორციელებაზე, ურთიერთთანამშრომლობასა და ზოგადად, საჯარო სექტორის საქმიანობის სამომავლო განვითარებაზე.

ღონისძიება, „საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“  პროგრამის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო