სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

,,ASB საქართველო“-მ მეწარმეებს ინვენტარი და მანქანა დანადგარები გადასცა

2019-07-05 18:11:00

საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ASB საქართველო“-მ და საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“  ,,აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს“ დაფინანსებით პროექტ „დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ გამარჯვებულ ბენეფიციარებს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად და განსავითარებლად სხვადასხვა საშუალებები - მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები, ინვენტარი და წარმოების საშუალებები გადასცა.

 

 

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია და ზუგდიდის მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა დაესწრნენ.

 

 

,,ის ფინანსური სარგებელი რასაც თქვენ გასცემთ ჩვენი მოქალაქეებისთვის  ეკონომიკური საქმიანობის დასაწყისად არის მნიშვნელოვანი, ეს არის მათი ხელშეწყობა და საშუალება ქონდეთ საკუთარი შემოსავლები.

 

 

სახელმწიფო თავის მხრივ აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს, როგორც ,,აწარმოე საქართველოს“ კომპონენტებიდან, სტარტაპ პროგრამებიდან გამომდინარე, ასევ სოფლის მეურნეობის კუთხით. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია სახელმწიფოსგან ამ სარგებლის მიღება.

 

 

მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით აქტიურობთ თქვენც - არასამთავრობო სექტორი და ეს პროექტიც სწორედ ამის დასტურია. რაც მეტი სტარტაპი, რაც მეტი ჯანსაღი ბიზნეს იდეა დაფინანსდება და განხორციელდება მით მეტ სარგებელს მიიღებს ჩვენი მოსახლეობა და შესაბამისად სახელმწიფო, ამიტომ კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ჩართულობისთვის“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მალხაზ თორიამ და პროექტში გამარჯვებულებს წარმატებები უსურვა.

 

 

 

პროექტში სამეგრელოს რეგიონიდან 100-მდე დევნილი და ადგილობრივი მეწარმე იყო ჩართული. მონაწილეებმა გაიარეს ბიზნეს იდეების კონკურსი, ბიზნეს გეგმის შედგენის და სოციალური უნარების ტრენინგები. საბოლოოდ, საგრანტო კომიტეტმა, რომლის შემადგენლობაში სამეგრელოში მოქმედი ორგანიზაციებისა და პროექტის მესვეურები შედიოდნენ, 35 ბიზნეს იდეა დააფინანსა. გაცემული გრანტის ღირებულება 1000-3000 დოლარის ფარგლებშია. პროექტი ორწლიანია და საერთო ჯამში, 180 დევნილი და ადგილობრივი მეწარმე ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად გრანტს მიიღებს. პროექტში ასევე მონაწილეობენ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო