სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთში, 2020 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პრეოქტებიდან დაფინანსება იზრდება

2019-07-05 13:00:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 2020 წლისთვის ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

სამუშაო  შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი უძღვებოდნენ. შეხვედრას მაჟორიტარესახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები,  რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხა მიმდინარე წელთან შედარებით 2020 წელს 14 მილიონი ლარით გაიზრდება.

შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ყურადღება გაამახვილა პროექტების რაოდენობისა და დაფინანსების მზარდ ტენდენციაზე, ასევე სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კულტურის, სპორტის ობიექტების, ბაღების და სკოლების რეაბილიტაცია, ამბულატორიების და სასწრაფოების  შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სტიქიის პრევენცია და სოფლის მხარდაჭერა.

შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო 2019 წლის პროექტების შესრულების გეგმას და მიმდინარეობას.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო