სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

,,სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი''

2019-05-22 11:39:00

 წყალტუბოში ,,სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ მეოთხე ყოველწლიური ფორუმი გაიმართა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში რეგიონული ეკონომიკისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ძირითადი გამოწვევები განიხილეს. ფორუმს საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დაესწრნენ. სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, 2018 წელს დაარსდა. იგი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქტული დიალოგის პლატფორმაა და საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, რეგიონების რწმუნებულებსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: სახელმწიფო რწმუნებულებმა, მუნიციპალიტეტბის მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა, ცენტრალური ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო