სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის აგრო ფორუმი

2019-05-11 18:55:00
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ტერიტორიაზე აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ გახსნეს. 2013 წლიდან დღემდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არაერთი აგროპროექტის განხორციელებით, უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგი. კერძოდ, • „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა 25 ახალი, ხოლო გაფართოვდა და გადაიარაღდა 45 არსებული საწარმო. • აღნიშნული საწარმოების საშუალებით, რეგიონში 2100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა. • 500 ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე ახალი მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა. • რეგიონის მასშტაბით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია 450 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის აქტიურ კომუნიკაციას და რეგიონში არსებული აგროწარმოების განვითარების შესაძლებლობების გაცნობას. ღონისძიების ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დარგის სპეციალისტებმა მეთხილეობის, მეკენკრეობის, მესაქონლეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. ფორუმის მონაწილეებმა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს და რეგიონში აგროსექტორის სხვადასხვა მიმართულების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. ბიზნესფორუმის დასასრულს, პანელური დისკუსიის ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში არსებულ აგროსაინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრეს და მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. ღონისსძიებას სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონის ბიზნესსექტორის 250-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომლის მიზანია დარგის გრძელვადიანი განვითარება და ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
 
 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო