სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთში საზღვაო სწავლება განახლდება

2019-05-05 10:09:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსების შესახებ, რომელიც ჰიდროტექნიკუმის ყოფილ შენობაში განთავსდება. „ყოფილი ჰიდროტექნიკუმის შენობა წლების განმავლობაში იყო საგანმანათლებლო კერა. აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ახლა სავალალო მდგომარეობაშია. საბჭოთა პერიოდში იქ იყო სასწავლებელი, სადაც 1500-მდე მოსწავლე სწავლობდა. ბათუმის საზღვაო აკადემიასთან გავაფორმეთ მემორანდუმი, რათა მოხდეს ამ შენობის რეაბილიტაცია და მოეწყოს იქ პროფესიული საზღვაო სასწავლებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის თქმით, როდესაც ფოთს აქვს ყველაზე დიდი ნავსადგური, ასევე რეგიონში არის ყულევის ნავსადგური და მომავალში შენდება ანაკლიის პორტი, პროფესიული კადრების აღზრდა მნიშვნელოვანია. ხელმოწერის ცერემონიალის დასრულების შემდეგ ოფიციალურმა პირებმა პიდროტექნიკუმის ყოფილი შენობა დაათვალიერეს.კუმის ყოფილი შენობა დაათვალიერეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო