სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროექტის წარდგენა

2019-03-22 19:07:00

დღეს ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელწიფო წმუნებულის ადმინისტრაციის შენობში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლევან წულაია, თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალოების შემსრულებელი მაიზერ ნანავა, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის ფარგლებში ზუგდიდსა და გორში დაფუძნდება ორი სამეწარმეო სკოლა, სადაც 80 ახალგაზრდა ცოდნის მიღებასთან ერთად გამოიმუშავებს სამეწარმეო უნარებს. ბიზნეს იდეების დასახვეწად ისინი ინდივიდუალურ, საჭიროებებზე დაფუძნებულ კონსულტაციებს მიიღებენ. შემუშავდება შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების სასწავლო პროგრამები და 270 ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა პროფესიას რეალურ სამუშაო გარემოში დაეუფლოს, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩაერთოს ან მიიღოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი და დასაქმდეს. პროექტის ფარგლებში, 100–მდე იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა, სამოქალაქო და სახელმწიფო ინსტიტუტების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და თვითდასაქმების ადვოკატირების პროცესში ჩაერთვება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო