სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჩხოროწყუსა და წალენჯიაში ფერმერთა მომსახურეობის ცენტრები გაიხსნა

2019-03-27 19:05:00

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ (GHGA) წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა. გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ფერმერებმა მიიღეს. ცენტრში შესაძლებელი იქნება თხილის კულტურის მოვლასთან დაკავშირებით სპეციალისტების უფასო რეკომენდაციების მიღება. ,,თხილის გადარჩენის პროგრამაში“ ჩართულ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალი ხარისხის პესტიციდები შეღავათიანი პირობებით და ფასებით, მათ ადგილზე მოემსახურებიან კვალიფიციური კონსულტანტები. შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა შეკრებილ ფერმერებს თხილის გადარჩენის პროგრამა“ დეტალურად გააცნო და მასში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა. პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებულ ფერმერთა ჯგუფებს გადაეცემათ მაღალეფექტური შესაწამლი აპარატები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება აგროტექნიკური ღონისძიებების ფარგლებში რეკომენდირებული წამლობის ჩატარება. ,,თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შპს ,,აგროჯორჯიას“ მხარდაჭერით ხორციელდება, მომზადება გაიარეს აგრო-კონსულტანტებმა. გადამზადებული კონსულტანტები მოემსახურებიან თხილის მწარმოებელ ფერმერებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო