სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის დათვალიერება

2019-04-02 18:48:00

ზუგდიდიში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროცესს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნენ. სამშენებლო სამუშაოები დასრულება 2020 წლის იანვარ-თებერვალში იგეგმება. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. წყალარინების ქსელის მშენებლობა 85 მილიონი ლარი, ხოლო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 42 მილიონი ლარი ჯდება. პროექტი მთელი ქალაქის ამორტიზებული წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას და 180 კილომეტრამდე წყალარინების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც განახორციელებს ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით. აღნიშნული შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებისა და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკებს. ზუგდიდის მოსახლეობის 60%, წყალარინების სისტემის არარსებობის გამო, დღემდე ვერ სარგებლობს საკანალიზაციო სისტემით. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქს ექნება წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა და ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და გაუუმჯობესდება საყოფაცხოვრებო პირობები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო