სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

2019-04-10 17:45:00

 სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია მუნიციპალიტეტების მერებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და სოფლის რწმუნებულებს შეხვდნენ. შეხვედრაზე აუდიტორიას ფაროსანასთან ბრძოლის ახალი მეთოდები გააცნეს და იმ დაგეგმილ ღონისძიებებზე რომელსაც წელს, სახელმწიფო ამ მიმართულებით ახორციელებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. როგორც შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების პარალელურად, მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიური ჩართვა მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათი მხრიდან მექანიკური ღონისძიებების გატარება, რომელიც მომავალში საგრძნობლად შეამცირებს მავნებლის რაოდენობას. სახელმწიფო რწმუნებულმა ხაზი გაუსვა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელსაც, სახელმწიფო, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებული თანამშრომლობით მასშტაბურ ღონისძიებებს გაატარებს, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობები აქტიურად იქნებიან ჩართულნი. სამუშაო შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობა და ფერმერები დატრენინგდებიან, ასვეე მუნიციპალიტეტებში დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც მოსახლეობას მექანიკური ღონისძიებების გატარებაში დაეხმარება. ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით, ფაროსანასთან ბრძოლის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს ტყისპირა ზოლებში სპეციალური დამჭერი ხაფანგების დამონტაჟებას, რომელიც მავნებლის იდენტიფიკაციას და ზუსტ არეალს დაადგენს. მეორე ეტაპის მონიტორინგის შედეგად კი აზიური ფაროსანას ღონისძიებები დაიგეგმება

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო