სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

2019-02-14 18:45:00

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად ბოტანიკური ბაღის შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობის და სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

მინისტრის მოადგილეს, შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს პროექტის მიმდინარეობა და შესასრულებელი სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. გაკეთდება სასეირნო ბილიკები და აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. შესასვლელში მოეწყობა სალაროსთვის და დაცვისთვის განკუთვნილი ჯიხურები.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას. შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდება. პროექტს  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახორციელებენ.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია  იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც   კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსადა ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, საქართველოს  მუზეუმების ასოციაციის  მიერ მომზადდა.  საერთაშორისოსტანდარტებისშესაბამისადდახვეწისმიზნით,პროექტიისტორიულიპარკებისევროპულიქსელისმოწვეულექსპერტებთანერთად, მათი მეთოდოლოგიური რჩევებით  შემუშავდა. პროექტირების სამუშაოებს  ბაზისად  დაედო წერილობით წყაროებზე დაყრდნობით  სააგენტოს  მიერ პარკის ტერიტორიაზე ჩატარებული პირველადი არქეოლოგიური  კვლევა, რომლის  შედეგადაც უკვე გამოვლენილია ისტორიული არქიტექტურული  ნაგებობების ნაშთები და სხვადასხვა არტეფაქტები.  საპროექტო დოკუმენტმა მოიცვა ბოტანიკური  ბაღის  დენდროლოგიური შესწავლაც.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო