სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერმა და სახელმწიფო რწმუნებულმა მესტიის სამთო-სათხილამურო კურორტები დაათვალიერეს

2019-02-03 18:53:00

2019-2020 წლებში სვანეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თეთნულდის და ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. პრემიერ-მინისტრთან ერთად მესტიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია იმყოფებოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა, კურორტის დათვალიერების შემდეგ აღნიშნა, გზების მშენებლობაზე 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მთავარი ამოცანაა, მოწესრიგდეს გზები და ინფრასტრუქტურა, იმისათვის, რომ მოქალაქეებმა და ტურისტებმა უფრო მოკლე დროში შეძლონ სვანეთში ასვლა.

რეგიონში შენდება რამდენიმე საბავშვო ბაღი, ასევე იწყება ახალი საბაგირო გზების მშენებლობა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საოჯახო ბიზნესის უფრო სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემს. დასრულებულია მუშაობა სივრცითი მოწყობის გეგმაზე, რაც კურორტის გეგმაზომიერ განვითარებას უზრუნველყოფს.

,,ძალიან მიხარია, რომ ამ ულამაზეს კუთხეში, სვანეთში ტურისტების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში ასე გაიზარდა. ის პროექტები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ნამდვილად დადებითად აისახა სვანეთის ტურისტულ პოტენციალზე. მეტიც, თვალსაჩინოა, რომ არსებული ინფრასტრუქტურა ტურისტების ნაკადის მომსახურებისთვის საკმარისი არ არის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მესტია უკვე ოთხსეზონიან კურორტად გადაიქცა. ის საბაგირო გზები, რომელიც თეთნულდზე ავაშენეთ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. ჩვენ ამ ულამაზესი კუთხის პოტენციალის ხუთ პროცენტსაც კი ვერ ვიყენებთ. უკვე თითქმის 200 საოჯახო სასტუმროა გახსნილი მესტიაში და ეს ძალიან დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს ჩვენი პოტენციალის მხოლოდ 5 პროცენტია. წინ უფრო მეტი წარმატება გველის",- განაცხადა პრემიერმა.

კურორტი თეთნულდი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს. თეთნულდზე არის 4 საბაგირო და 30 კმ-იანი 8 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურეზე.

სპეციალისტების დასკვნით, თეთნულდის სათხილამურო კომპლექსი ერთდროულად 4 ათასამდე მოთხილამურეს მოემსახურება. უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს, სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე იქნება.

ჰაწვალი მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს. კურორტს ორი საბაგირო და 7 კმ-იანი 5 სათხილამურო გზა აქვს. საბაგიროებიდან ერთ-ერთი მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელია, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მესტიის ცენტრს კურორტ ჰაწვალთან აკავშირებს. ამასთანავე, მცირე ზომის საბაგიროები ფუნქციონირებს სვანეთის სოფლებში - მაზერში, უშხვანარში, ეცერში და უშგულში.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო