სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ცაცხვში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შერჩევას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოაგილე დაესწრო

2019-01-16 10:20:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებები აქტიურად გრძელდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში საერთო კრებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიგაკაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმფიფო რწმუნებულის მოადგილეკობა ქანთარია და ზუგდიდის მერის მოადგილე გიორგი შენგელია დაესწრნენ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები მოქალაქეებმა ფარული კენჭისყრით გამოავლინეს. კრებაზე მოსული ადგილობრივების უმრავლესობამ ცაცხვში, საჯღარკაოს უბანში მინი სტადიონის მოწყობას დაუჭირა მხარი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით,  მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სასმელი წყლი და სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა,  სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინიჰესები და ა.შ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო