ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელიამ სხვადასხვა ორგნიზაციებს ახალი წელი მიულოცა
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, რწმუნებულის მოადგილე - ირაკლი ჯიქიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, გეგა შენგელიამ ახალი წელი მხარის სხვადასხვა ორგანიზაციას მიულოცეს. რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე განყოფილებას, სოფელ რუხის პოლიციის განყოფილებას, ენგურის ხიდთან არსებულ საგუშაგოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სასწრაფო სამედიცინო სამსახურსა და სამშობიაო სახლს სტუმრობდნენ, რომელთაც მშვიდობიანი წელი უსურვეს.