სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე სამეგრელოში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

2018-12-25 11:13:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე სამეგრელოში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის'' დახვეწისა და პროექტების განხორცოელების ეტაპების გამარტივების მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან - ირაკლი ჯიქიასთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტების მერებს, მათ მოადგილეებს და სამსახურების უფროსებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა სახელმწიფო შესყიდვების გამარტივების წესი და სატენდერო რეგულაციების შეცვლის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რეგიონში ჩამოვა ყველა ის პასუხისმგებელი პირი, ვისაც ხელეწიფება პრობლემის ოპერატიულად გადაჭრა, მათ შორის მინისტრები, მათი მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები და ა.შ.", - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით იქმნება შიდა მოხმარების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციის მიღება და მიწოდება უფრო სწრაფად და მარტივად მოხდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო