სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ

2018-12-22 12:30:00

ანაკლიაში, ახალაშენებულ კორპუსში, ბინა 13 დევნილ ოჯახს გადაეცა. საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია დაესწრნენ.

დევნილი ოჯახები ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხის ძველ კოტეჯებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. სახელმწიფოსთვის პორტის მშენებლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, კრიტერიუმების გარეშე, უპირობოდ, გადაეცათ. 13 ოჯახი, მათი სურვილის შესაბამისად, ანაკლიაში, ახალაშენებულ კორპუსში განსახლდება.

2013 წლიდან დღემდე, სამეგრელოს რეგიონში ბინა 1262 დევნილ ოჯახს გადაეცა. ამ ეტაპზე, ზუგდიდში 360 ოჯახის განსახლების მიზნით 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო