ახალი ამბები
პერსონალური კომპიუტერებით 128 მოსწავლე დაჯილდოვდა
სწავლის პროცესში მიღწეული წარმატებისათვის სამეგრელოს რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის - ხობის, ფოთის, სენაკის და აბაშის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები მიიღეს. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ეგდით განხორციელდა. დაჯილდოების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის პირველი მოადგილე, ირაკლი ჯიქია, ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და რესურსცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდების წამახალისებელი პროექტი მთელ რეგიონს მოიცავს და მესტიის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის სკოლების მოსწავლეები ხვალ, 14 ნოემბერს დაჯილდოვდებიან.