ახალი ამბები
ირაკლი ჯიქიამ მსოფლიო ჩემპიონ ნუგზარ წურწუმიას გამარჯვება პირადად მიულოცა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, ირაკლი ჯიქია ხობის კულტურის სახლში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრის, მსოფლიო ჩემპიონ ნუგზარ წურწუმიას საზეიმო დახვედრის ცერემონიას დაესწრო. გუბერნატორის მოადგილემ წარმატებულ სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია, ქალაქ ხობის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ჩემპიონის გულშემატკივრებსა და მეგობრებთან ერთად ესწრებოდნენ.
ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, ბუქარესტში გამართულ ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე, ფინალში, რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა (3:2). ჩემპიონატზე ნუგზარის ასპარეზობას მისი თანაქალაქელები და მეგობრები მშობლიურ ხობში, კულტურის სახლის მცირე დარბაზში მოწყობილ დიდ ეკრანზე უყურებდნენ და გულშემატკივრობდნენ