სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აბაშის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლებისთვის თუნუქის სახურავები გადაეცათ

2018-12-02 17:51:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე - ირაკლი ჯიქია, პარლამენტის დეპუტატი - ოთარ დანელია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი - ირაკლი თოფურია და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი - ლევან მაკალათია სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდნენ. მათ სტიქიით დაზარალებულ 70-მდე ოჯახს საცხოვრებელი სახლების სახურავების აღსადგენად თუნუქის სახურავები გადასცეს.

30 ნოემბერს, სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარის შედეგად აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საბავშვო ბაღისა და N1 საჯარო სკოლის სახურავებიც დაზიანდა, რომელთა რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.

დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში ძლიერი ქარისაგან დაზიანებული საბავშვო ბაღის შენობა და ქალაქ ხობში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაათვალიერეს. ამ შენობების აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. სტიქიამ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში ბონდის ხიდიც დააზიანა. ხიდი სოფლის ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებდა და მისით სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სკოლამდელი ასაკის ბავშვებიც სარგებლობდნენ. ხიდის რეაბილიტაციამდე ბავშვები მერიის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ. ტრანსპორტი შემოვლითი გზით იმოძრავებს და საგანმანათლებლო დაწესებულებამდე მოსწავლეების უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყოფს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო