ახალი ამბები
სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებლების სახურავების რეაბილიტაცია 24 საათიანი გრაფიკით მიმდინარეობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე - ირაკლი ჯიქია, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, ირაკლი თოფურია და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სტიქიით დაზარალებული მარტვილის მოსახლეობისათვის თუნუქის სახურავების გადაცემის პროცესში უშუალოდ ჩაერთნენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში სტიქიით ოცდაათმა ოჯახმა იზარალა, რომელთაც უკვე გადაეცათ სარეაბილიტაციო მასალა.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტების მერები და მერიების ყველა შესაბამისი სამსახური.