ახალი ამბები
მარტვილის მუნიციპალიტეტში რიგით ოცდამეერთე იუსტიციის სახლი გაიხსნა
მარტვილის მუნიციპალიტეტში რიგით ოცდამეერთე იუსტიციის სახლი გაიხსნა. იუსტიციის სახლი მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან, ალექსანდრე მოწერელიასა და პარლამენტის დეპუტატთან, ოთარ დანელიასთან ერთად საზეიმოდ გახსნა. გახსნის ცერემონიალს პარლამენტის დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეებიც ესწრებოდნენ.
დღეიდან, მარტვილის ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლთან ერთად მარტვილში ქორწინების სარიტუალო სახლიც გაიხსნა. იუსტიციის სახლი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით აშენდა და ის 531 კვადრატული მეტრია.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, იუსტიციის სახლის გახსნის აღსანიშნავად, გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, გასართობი ღონისძიებები მოეწყო ბავშვებისათვის, საღამო კი - ფოიერვერკით დასრულდა.
მარტვილის იუსტიციის სახლი, ბოლო წლების განმავლობაში, აშენებული მეცხრე ფილიალია. 2013 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, იუსტიციის სახლები, ხოლო უახლოეს პერიოდში, კიდევ ერთი ფილიალი, სენაკში გაიხსნება.