სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში „მედიამუზეუმის“ ექსპონატების გამოფენა გამართა

2018-10-31 12:37:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრმა „მედიამუზეუმის“ ექსპონატების გამოფენა "არტ-გალერეაში" გამართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 500-ზე მეტი დასახელების ბეჭდური მედიასაშუალება, მათ შორის, ჟურნალისტების საავტორო წიგნები, ჟურნალ-გაზეთების მატიანეები, პოლიგრაფია, ასევე, მოსაწვევი ბარათები, ქების სიგელები, უხმო ვიდეოაპარატი, საბეჭდი მანქანა, ფაქსი და სხვ. გამოფენა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა და გუბერნატორის აპარატის თანამშრომლებმა დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ გამოფენილი ექსპონატები ენობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა (მეგრული, ქართული, სვანური, აფხაზური, რუსული, ფრანგული, გერმანული, ინგლისური).

გამოფენაზე ღვაწლმოსილი ჟურნალისტების შესახებ დოკუმენტური მასალა იყო წარმოდგენილი. სიტყვით გამომსვლელებმა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროცესებში მათი როლის შესახებ ისაუბრეს.

,,გამოფენაზე როგორც მედიის, ისე, მთელი ქვეყნის ისტორიაა წარმოჩენილი. წარმომიდგენია, სხვადასხვა დროს რაოდენ დიდ შრომას გაწევდნენ ჩვენი ღვაწლმოსილი ჟურნალისტები, რომელთაც სიტყვის თავისუფლება ეზღუდებოდათ და ხშირად მსხვერპლის გაღებაც კი უწევდათ. დღეს, როგორც არასდროს, მედია თავისუფალია და უნდა გავუფრთხილდეთ ამას,“ - განაცხადა ნინო ვიბლიანმა. "მედიამუზეუმს“ ადგილობრივი მედიის, კულტურისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
678910
11
12
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო