ახალი ამბები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოზარდების ,,შემოდგომის ფერების“ ღონისძიებას ალექსანდრე მოწერელია დაესწრო
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის #3 საბავშვო ბაღის ,,შემოდგომის ფერების“ ღონისძიებას დაესწრო. საბავშვო ბაღის ეზოში წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის თემატიკაზე აგებული დეკორაციები და სხვადასხვა კუთხის სამზარეულო. გუბერნატორმა დაათვალიერა საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა და გაეცნო იქ არსებულ პირობებს.
„მომწონს იდეა, რომ მოზარდები სკოლამდელი ასაკიდან ეცნობიან სოფლის მეურნეობის დარგს, რეგიონის კულტურას და სამზარეულოს. მათ ყველა პირობა უნდა შევუქმნათ, რომ სრულფასოვან გარემოში აღიზარდონ"- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
ღონისძიებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.