ახალი ამბები
ზუგდიდში საცხოვრებლით 360 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე - ნინო ვიბლიანი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - გრიგოლ გიორგაძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნგრევად და ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ. ვიზიტის მიზანი იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ზუგდიდში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.
ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლებისთვის 6 ახალი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 360 დევნილი ოჯახი მიიღებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2019 წლის აგვისტოს ბოლოს იგეგმება.
გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ის დევნილი ოჯახები, რომლებიც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობებში ცხოვრობენ, ზუგდიდში ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებენ.