ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია ,,ეუთოს“ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ,,ეუთოს“ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს იურკი კანკანპასა და მარცელა მაშკოვას შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა იყო. შეხვედრაზე განიხილეს გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლებისა და დევნილთა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკითხებიც. გუბერნატორმა ხაზი გაუსვა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებულ როლს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
,,ვიმედოვნებ, რომ ეუთოს მისია, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების და რეგიონში არსებული ვითარების დარეგულირების საკითხებში,“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
2018 წლის 18 ოქტომბერს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში ევროკავშირის, აშშ-ს, შვეიცარიისა და უკრაინის დელეგაციებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მიმართ. გამომსვლელებმა გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.